- პროექტის სახელი: “ სამკურნალო მცენარეები”.
- პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს სამკურნალო მცენარეთა გაცნობა და გამოყენება. სამკურნალო მცენარეების შეგროვების, შენახვის და წამლის დამზადების წესები.
- პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეები მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოსი არსებული სამკურნალო მცენარეების შესახებ. გამოიკვლევენ მათ ადგილმდებარეობას გაეცნობიან მათი დაკრეფის,შენახვის და დამზადების წესებს. მოახდენენ ქიმიურ წამლებსა და მცენარეულ წქამლებს შორის შედარებებს. შეისწავლიან მცენარეების ბიოლოგიურ აღწერილობას. გაეცნობიან მათი გავრცელების გეოგრაფიულ არეალს.ისწავლიან სასარგებლეო მცენარეების გარჩევას. მოიპოვებენ და გამოაქვეყნებენ უკვე ცნობილ და გავრცელებულ და ჯერ კიდევ უცნობ სახალხო სამკურნალო რეცეპტებს.
- მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
- ვადები ხანგრძლივობა: 1–2 თვე.
- მნიშვნელობა აქტუალობა: შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება ბიბლიოთეკის და ინტერნეტის საშუალებით. სამკურნალო მცენარეების ბიოლოგიური აღწერა, დახატვა,ფოტოების გადაღება.სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმის გაკეთება, სამკურნალო რეცეპტების შეგროვება და გამოქვეყნება.
- მიზნები და შედეგები: შეიქმნება ბლოგი, სადაც გამოქვეყნდება სამკურნალო მცენარეების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ( ადგილმდებარეობა, სარგებლიანობა, დამზადება, მკურნალობა)
- საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. ბიოლოგიასთან (ბოტანიკა) გეოგრაფიასთან, ქიმიასთან.
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- სამუშაო ენა: ქართული.
- სარგებელი სხვებისთვის: პროექტი საშუალებას მისცემს მონაწილეებს და დაინტერესებულ მკიტხველებს უკეთ გაიცნონ საქართველოს ფლორა.გაიგონ ყველაფერი სამკურნალო მცენარეების სარგებლობის სესახებ. ისწავლიან მცენარეების გარჩევას. შეგროვების დროს და წესებს. გაეცნონ უვნებელი წამლების დამზადებას ოჯახის პირობებში.
- პროექტის ავტორი: ია ჟონჟოლაძე
- ავტორის ელ. ფოსტა: iazhonzholadze@gmail.com
Tuesday, July 27, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment